LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის გოგონა ინსულინის ტუმბოთი – მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მოდელი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს

464
ლილა-მოსი

ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, ლილა მოსი სულ უფრო ხშირად იქცევს მსოფლიოს მოდის გიგანტების ყურადღებას. ლილა 90-იანი წლების პოპულარული მოდელის, ქეით მოსის შვილია. საინტერესოა, რომ ლილას ბავშვობიდან ტიპი ერთი, ანუ ინსულინდამოკიდებული დიაბეტი აქვს. ამის მიუხედავად, გოგონა მუდამ ცდილობს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ეს მხოლოდ მისი ცხოვრების წესია და არა განაჩენი.

ლილა, რომელიც ყველა წამყვანი მოდური გამოცემის გარეკანზე ბრწყინავს, გამოდის მოდის მოდის კვირეულებზე, არასოდეს მალავს თავის დიაგნოზს. ის სპეციალურად ჩნდება სხეულზე მიმაგრებული ინსულინის ტუმბოთი ისე, რომ ის  ხილული იყოს. ამით მოსი შთააგონებს ყველა დიაბეტის მქონე ადამიანს, რომ შეუძლებელი არაფერია.

19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, ,,ტომ ფორდის” ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა

ფოტო: დედა-შვილს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ – კეიტ მოსი და ლილა გრეისი პარიზის ქუჩებში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები