LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 6 პირი დააკავეს

108

19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 5 პირი.

მკვლელობაში ბრალდებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

მეზვრიშვილის განცხადებით, ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ფაქტის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულებს 2-დან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირთა წრე გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები