LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19-წლამდელები უკვე იწყებენ: საქართველოში გრანდები ჩამოდიან

30

19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. 18-წლამდელთა ნაკრები მზადებას უკვე შეუდგა. სწორედ ამ ნაკრების ბაზაზე ჩამოყალიბდება 19-წლამდელთა გუნდი.

“ახლა პირველად შეიკრიბება 18-წლამდელთა ნაკრები და მეც ამ გუნდში მუშაობაზე გადავერთე. ეს გუნდი მომავალ წელს საქართველოში გასამართავ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ სელექციაზე ვმუშაობთ და კანდიდატებს მალე დავასახელებთ.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ტურნირზე ვითამაშოთ, კანდიდატები საქმეში ვნახოთ და ოპტიმალურ შემადგენლობაზე ჩამოვყალიბდეთ”, – ამბობს ნაკრების მწვრთნელი გიორგი ყიფიანი.

ევროპის მომავალი ჩემპიონატისთვის ჩვენი გუნდი რამდენიმე სერიოზულ ტურნირში გაივლის წვრთნას.

25-29 აპრილს საქართველო სლოვაკეთის თასზე ითამაშებს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან აშშ, სლოვაკეთი და უკრაინა.

გარდა ამისა, 2 და 4 ივნისს თბილისში ორჯერ შევხვდებით უკრაინას. ტურნირებისთვის დაიგეგმა სექტემბერიც და ოქტომბერიც.

ნოემბერში კი თბილისი ძალიან საინტერესო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოში ჩამოვლენ ესპანეთი, ჰოლანდია და, სავარაუდოდ, ინგლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები