LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლამდელები ელიტ რაუნდისთვის იბრძოლებენ

25

12, 14 და 17 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის იბრძოლებს.

მიხეილ მესხის სტადიონი U19 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. ევროპული კვირეულის ფარგლებში ქართველი ფეხბურთელები ალბანეთის, ავსტრიის და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში გადავა და გააგრძელებს ბრძოლას ევროპის თასისთვის.

ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულია ”ლოკომოტივის” აღზრდილი და ამჟამად დონეცკის ”შახტარის” ფეხბურთელი გიორგი არაბიძეც.

ვასილ მაისურაძე ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 20-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა „საბურთალო“), ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი პაპუაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი ახალაძე („სამტრედია“)

ნახევარმცველები: გიორგი კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა „საბურთალო“), შერმადინ ართმელაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ნიკა ბაშელეიშვილი („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („შახტარი“, უკრაინა), ბექა მიქელთაძე („დინამო“ თბილისი), გურამ გოშთელიანი („საბურთალო“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“ თბილისი)
თამაშებზე დასწრება უფასოა. მატჩები გაიმართება 12, 14 და 17 ნოემბერს და 14:00 საათზე დაიწყება. პირველი ორი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, დასკვნით მატჩს კი „სილქ სპორტი“ გადმოცემს.
football_1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები