“ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ინფექციონისტის განმარტებით, 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:
- აჭარაში – 129 შემთხვევა
აქედან ბათუმი – 114, ქობულეთი – 11, 3 – ქედაში, 1 – შუახევში. - თბილისი – 34 დადასტურებული შემთხვევა,
- იმერეთში – 11,
- ქვემო ქართლი – რუსთავში – 4,
- გურიაში – 3,
- კახეთში – 1.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 75 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ქვეყანაში სულ ვირუსი უკვე 1435 ადამიანმა დაამარცხა.
შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში “კოვიდ 19”-ის 182 ახალი, დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა.