LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1800 სკოლის დირექტორს “ლიდერობის აკადემიის” სერტიფიკატი გადაეცემა

174
ლიდერობისაკადემია

საჯარო სკოლის დირექტორებს, სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს სკოლის მართვის გაუმჯობესების – „ლიდერობის აკადემიის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

“ლიდერობის აკადემიის” კურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.

„ლიდერობის აკადემიის“ კურსის მიზანია, მათი პროფესიული განვითრების ხელშეწყობა, რათა ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. „ლიდერობის აკადემია“ 1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა 2016-2019 წლებში პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარეს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდში განმარტავენ, რომ პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგლე ირინა აბულაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი – მაგდა მაღრაძე გახსნიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე – სონია შარიგიანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი – ნატალია ედიშერაშვილი.