Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
180 შვილის მამა თავს ზედმეტად მარტოსულად გრძნობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

180 შვილის მამა თავს ზედმეტად მარტოსულად გრძნობს

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც მთელი ცხოვრება დონორი იყო და 180 შვილიც ჰყავს, მარტოსულობაზე ჩივის. ამის შესახებ The Sun წერს.

52 წლის მამაკაცი, რომელიც თავის თავს „მარტოხელა ჯოს“ უწოდებს, წლებია ეხმარება იმ ქალებს რომლებსაც შვილის გაჩენა პარტნიორთან არ შეუძლიათ, ან მეორე ნახევარი საერთოდ არ ჰყავთ. მსგავსი საქმიანობის განმავლობაში ჯო 180 შვილის მამა გახდა.

ირლანდიელ მამაკაცს ქალების დახმარება ძალიან მოსწონს, თუმცა აღიარებს რომ თავისი გატაცების გამო მეორე ნახევრის პოვნა უჭირს. „ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ იმისთვის, რომ ქალებს დავეხმარო. არავინ იცის როდის დავჭირდები მათ. ამის გამო რომანტიკული ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა არ მაქვს“.

ჯომ ისიც დაამატა, რომ დონორობას მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს და მეორე ნახევრის ძებნასაც არ შეწყვეტს. თუმცა, ისიც კარგად იცის რომ ძალიან გაუჭირდება ისეთი ქალის ნახვა, რომელიც მისი ცხოვრების წესს და ხასიათს მიიღებს.