Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
180 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

180 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

101

180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, – მთავრობის მორიგი განკარგულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, 11 645 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას. დღეს განვიხილავთ 180 დევნილი ოჯახისთვის მუდმივ საკუთრებაში ფართების გადაცემის საკითხს თბილისში, მცხეთასა და გორში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობაა გაწეული დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ და უკვე 11 645 ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები