Honda S2000 საიტმა Bring a Trailer–მა გაყიდა და ავტომობილი, რომლის გარბენიც 1610 კმ. იყო – 48 ათას დოლარად შეაფასეს. შედარებისთვის, სრულიად ახალი Ford Mustang Bullitt–ის ფასი 46 595 დოლარიდან იწყება.
გაყიდული როდსტერი ღია წითელ ფერშია შეღებილი, მისი სალონი კი შავი ტყავითაა გაფორმებული. 2013 წლამდე S2000 ბრენდის ერთ–ერთი სადილერო ცენტრის კოლექციაში ინახებოდა. ავტომობილმა ორიგინალური მახასიათებლები სრულად შეინარჩუნა და ის გასაღების კომპლექტთან და ექსპლუატაციის ინსტრუქციასთან ერთად გაიყიდა. 18 წლის მოდელი 2,0 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავითაა დაკომპლექტებული და 240–250 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.