LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის გოგომ დაწერა, რომ მეგობარმა გააუპატიურა და ახლა აღმოაჩინა, რომ ორსულადაა, ოჯახის მხარდაჭერის იმედი არ აქვს – ყველა პატარა გოგომ მინდა იცოდეს, რომ არ არის მარტო: ბაია პატარაია

401
ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია – „საფარის“ დამფუძნებელი, ბაია პატარაია საზოგადოებას სოციალურ ქსელში ძალადობის მსხვერპლ გოგოს ამბავს უზიარებს და წერს, რომ მეგობარმა 18 წლის მოზარდი გააუპატიურა. 

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ორგანიზაცია ყველა მსგავსს შემთხვევაში, ქალებს იურიდიული თუ სხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება:

„ერთ დახურულ ჯგუფში 18 წლის გოგომ ანონიმურად დაწერა, რომ მეგობარმა გააუპატიურა და ახლა აღმოაჩინა, რომ ორსულადაა. ოჯახის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, თანასოფლელებიც ყველა მე გამამტყუნებს და სუიციდზე ვფიქრობო…

ყველა პატარა გოგომ ამ ქვეყანაში მინდა იცოდეს, რომ არ არის მარტო, რომ ჩვენ – ქალები, გვერდში დავუდგებით, ოღონდ მოგვწერეთ, ოღონდ გაგვაგებინეთ, რომ გიჭირთ. შეიძლება საკუთარი ოჯახი არ გეიმედებათ, მაგრამ ყველა ქალი, ვისაც ტელევიზორში ხედავთ, ან „ფეისბუქზე“, ან შორიდან იცნობთ და მოგწონთ და ერთხელ მაინც უსაუბრია ქალთა უფლებებზე, მხარში დაგიდგებათ.

საფარი/Sapari და ყველა სხვა ქალთა ორგანიზაცია დაგეხმარებათ იურიდიული თუ სხვა პრობლემის მოგვარებაში. სახელმწიფოც იზამს რამეს, არც ჩალითაა დახურული ეს ქვეყანა. გქონდეთ სხვა ქალების იმედი ასეთ გაჭირვებაში, ყველაფერში დაგეხმარებით!

ქალებო, ხშირად გაუმეორეთ ეს პატარა გოგოებს, რადგან არ იციან და არ ეიმედებით, უთხარით, გააგებინეთ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ქალი ვართ პატარა გოგოების გვერდით და მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი.“ – წერს ბაია პატარაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები