LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ეთო მიგრიაული იტალიური Vogue-ისა და  Vanity Fair-ისთვის გადაიღეს

mtv

ახალგაზრდა ლამაზმანი, ეთო მიგრიაული, განსხვავებული გარეგნობით, „ჯეომოდელსის“ მოდელი გახლავთ. როგორც სააგენტოს დამფუძნებელმა, თაკო ჩხეიძემ fortuna.ge-სთან საუბარში აღნიშნა, „მეორე წელია, რაც ეთო ჩვენს სააგენტოში მოვიდა. სტუდიიდან დაიწყო და ყველანაირი საფეხური გაიარა. თავიდანვე გამოავლინა პოტენციალი. პოზირების გაკვეთილებზე გამოჩნდა, რომ ძალიან ფოტოგენური და მონდომებული იყო. 2018 წლის გაზაფხულზე, თბილისის მოდის კვირეულზე გამოსვლის საშუალება მივეცით და მოწონება დაიმსახურა. ორიგინალურ გარეგნობასთან ერთად მას აქვს ძალიან კარგი შინაგანი მხარე, პერსონალურ თვისებებსა და ხასიათს კი სამოდელო ბიზნესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კარგად აღზრდილი გოგონაა, იცის რამდენიმე ენა“.

„ჯეომოდელსის“ პარტნიორმა საგენტომ, Brave Models-მა ეთო მიგრიაულთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მათ გოგონა ჯერ პარიზში მიიწვიეს, სადაც Gentlemonster official-ის სათვალეების კამპანიაში გადაიღეს – „ფოტოები ჩინეთის დიდ ქალაქებშია გაკრული, ფაქტობრივად, აჭრელებულია იქაურობა“, ამბობს თაკო ჩხეიძე. ეს სამუშაო ქართველმა გოგონამ კასტინგის გარეშე მიიღო.

ამჟამად კი 18 წლის მოდელი მილანშია, სადაც მას უკვე ჰქონდა გადაღებები იტალიური Vanity Fair-ისა და „ვოგისთვის“.

ის მარტამდე მილანში იმუშავებს, შემდეგ თბილისს დაუბრუნდება, აპრილში კი გადაღებებზე იაპონიაში გაემგზავრება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები