ცივი იარაღით დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. 18 წლის ლუკა ფაცურიას დედა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ესაჭიროება ოპერაცია და აუცილებელია მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.
დასავლეთის რეგიონალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ცოტნე სამადაშვილის თქმით, 7 ივნისს დაჭრილ პაციენტს, პირველადი ოპერაციები ლანჩხუთში ჩაუტარდა, შემდეგ მოხდა მისი ქუთაისში გადაყვანა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მშობლებს მისცეს არჩევანის საშუალება ან გადაეყვანათ დაჭრილი რომელიმე სხვა კლინიკაში, ან მას ადგილზე ჩატარებოდა საჭიროების მიხედვით რამდენიმე განმეორებითი ოპერაცია.
გადაწყვეტილების მისაღებად მშობლებს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ.