Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
16-18 საათიანი დიეტა იმუნური სისტემის, ღვიძლის, გულის და ტვინის გაჯანსაღებას უწყობს ხელს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-18 საათიანი დიეტა იმუნური სისტემის, ღვიძლის, გულის და ტვინის გაჯანსაღებას უწყობს ხელს

1724
page

სინგაპურში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით ინტერვალური, ანუ ე.წ. წყვეტილი კვება ნეიროგენეზისის მაჩვენებლებს ზრდის.

 თაგვებში, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში 16 საათიანი ინტერვალით იკვებებოდნენ, ჰიპოკამპური ნეიროგენეზისის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. თუ ინტერვალური კვების მეთოდი ადამიანებშიც ასე მუშაობს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი წყალობით ახალგაზრდა ასაკიდანვე შევძლებთ დემენციის პრევენციას.

კვების ეს მოდელი სიახლე არ არის. იგი მრავალ რელიგიურ მიმდინარეობაში, მათ შორის ბუდიზმში, ისლამსა და ქრისტიანობაში დღემდეა შემორჩენილი და მარხვის სახელითაა ცნობილი. დღესდღეობით წყვეტილი კვების მეთოდი წონის დასაკლებად გამოიყენება და საკმაოდ ეფექტურიცაა, რადგან წონის დაკლებასთან ერთად მისი წყალობით ორგანიზმი ებრძვის ჰიპერტენზიას, ინსულინრეზისტენტობას და სხვადასხვა სახის ანთებებს.

ინტერვალური კვების პრინციპი მარტივია – არ ვიღებთ საუზმეს და  ვჭამთ დაწოლამდე 2 ან მეტი საათით ადრე. საბოლოო ჯამში დღის ბოლო კვებიდან მეორე დღის პირველ კვებამდე საკმაოდ დიდი ინტერვალია, მაგალითად 16 ან 18 საათი.

რა მექანიზმით ზემოქმედებს კვების ეს მოდელი ნეიროგენეზისზე?

როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი ნეირონი ადამიანის ემბრიონულ ფაზაში ყოფნისას წარმოიშობა, თუმცა მათი წარმოშობა სიცოცხლის განმავლობაშიც გრძელდება. ეს პროცესი ძირითადად ჰიპოკამპუსში მიმდინარეობს- თავის ტვინის უბანში, რომელიც პასუხს აგებს გამოცდილებისა და ინფორმაციის კონსოლიდაციაზე, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგონებების შენახვაზე და სივრცულ ნავიგაციაზე, რაც მეხსიერების კიდევ ერთი ფორმაა. როგორც წესი, ალცჰაიმერის დაავადების დროს ჰიპოკამპუსი ტვინის ერთ-ერთი პირველი რეგიონია, რომელიც ზიანდება.

კვლევის ფარგლებში ვირთხების სამი ჯგუფი გამოიცადა. პირველი ჯგუფი 12 საათიანი ინტერვალით იკვებებოდა, მეორე 16 ხოლო მესამე 24 საათიანი ინტერვალით.  მეოთხე საკონტროლო ჯგუფს საკვების მიღების არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამი ჯგუფიდან ჰიპოკამპუსში მიმდინარე ნეიროგენეზისის კუთხით საუკეთესო შედეგი ჰქონდა იმ ჯგუფს, რომელიც 16 საათიანი პაუზებით იკვებებოდა. განსაკუთრებული წარმატება ამ ჯგუფს წილად ხვდა ტესტში, რომელიც ამოწმებდა თავის ტვინის უნარს, შეექმნა ახალი ნეირონული კავშირები.

სხვა კვლევებით უკვე დადასტურებულია ინტერვალური კვების მოდელის ეფექტურობა იმუნური სისტემის, ღვიძლის, გულის და ტვინის გაჯანსაღების საქმეში. ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სიმსივნესთან ბრძოლის უნარზეც…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები