LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

343
1552744065-მშენებლობა4

ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშა „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.

კლინიკის ექიმი ვასილ გოგიტავა აცხადებს, რომ დაშავებული საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით შეიყვანეს.

„პაციენტი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, აღენიშნებოდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. აღენიშნებოდა ორმხრივი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები იყო გამოხატული მოტეხილობები კიდურების მარცხენა ქვემო კიდურის, მარჯვენა ზემო კიდურის, ხერხემლის მოტეხილობა გულ-მკერდის მოტეხილობა. გდავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, თუმცა მოხდა გულის გაჩერება”, – განაცხადა კლინიკის ექიმმა.

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები