Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს – ილია მეორემ ბოდბეში იქადაგა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს – ილია მეორემ ბოდბეში იქადაგა

4966
პატრიარქი-ბოდბეში

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქაგადებისას განაცხადა.

„დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს. აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში. ხშირად ვფიქრობთ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე და მოაქცია ქართველი ერი. ვმადლობთ უფალს, უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღამავსებელს, რომ გვაძლევს მადლს, ვაკეთოთ ღვთის საქმე“,- აღნიშნა ილია მეორემ. [related_news id=”206593″ align=”left”]

პატრიარქმა ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა. ამასთან, პატრიარქმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დალოცა.

წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა. 2012 წელს კი დაუსრულებელ ეკლესიაში პირველად ნინოობის საზეიმო წირვა – ლოცვა აღევლინა. 2014 წლის დეკემბერში გადაიხურა გუმბათი და აღიმართა ჯვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები