LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ივნისს სახალხო დამცველი მეუფე იაკობს შეხვდება

49
1

17 ივნისს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სასახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდება.

ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, აღნიშნულია, რომ შეხვედრა ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გაიმართება:

“ხვალ, 2021 წლის 17 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის.” – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

ნინოწმინდის პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე: მეუფე იაკობი

ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს: ტიკარაძე მეუფე იაკობზე