საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 7 353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით 6 435 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა პარიზი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 180 მოქალაქე. უწყების ცნობით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა საზღვარგარეთიდან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების შესახებ გრძელდება. ავიარეისების შესახებ უახლოესი პერიოდის განრიგი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ გვერდზეა მითითებული.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტური ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნული განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. 2020 წლის 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6164 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 6255 მოქალაქე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.