LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 398 კვლევა: თბილისში – 647, იმერეთში – 249 შემთხვევა -19 იანვრის კოვიდსტატისტიკა რეგიონებში

115
სჰემტხვევები 22

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა,

აჭარა – 58,

იმერეთი – 249,

ქვემო ქართლი – 93,

შიდა ქართლი – 95,

გურია – 53,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145,

კახეთი – 106,

მცხეთა-მთიანეთი – 41,

სამცხე-ჯავახეთი – 49,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 770, აჭარაში – 269, იმერეთში – 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში -54, იმერეთში – 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 2, იმერეთში – 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 – თბილისში, 237- აჭარაში, 32 – იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 226, აჭარაში – 97, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 434 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 398 პირი, აჭარაში – 1 788, იმერეთში – 2 269.

 

კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირების 1 550 შემთხვევა გამოვლინდა

კოვიდ-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები