LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში გატაცებული გულად ხუბუას ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

104
c0a2d0d8ad4bccd0282632acf588a5db

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ოჯახის წევრებმა ამბობენ, თუ დღეს ოკუპირებულ გალში 12 ათასი რუბლი არ გააგზავნეს, გატაცებულის საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა. დაკავებულის ძმა, ამბობს, რომ ოჯახს არ აქვს აღნიშნული თანხა, მათ ვერც სამედიცინო ცნობა გააკეთეს და არ გამორიცხავს, რომ გულადი ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლონ.

ოჯახის ინფორმაციით გულადი ხუბუა გალის იზოლატორში ჰყავთ, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს.

 

1tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები