LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლით პატიმრობა მიესაჯა ქმარს, რომელმაც ყოფილი ცოლი ნაჯახით მოკლა

371
119164023-1050315525382095-4197322966136148126-n

სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ნაჯახით მოკლა. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა მიმდინარე წლის 18 იანვარს, ხაშურში მოხდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ლევან ლომიძემ ყოფილი მეუღლე, წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოკლა.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა. სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ლ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ იყო გოგონა, რომელიც ყოფილმა ქმარმა ნაჯახით მოკლა

შეგახსენებთ, რომ მოკლული გოგონა, 26 წლის ბეტა ნაჭყებიაა, რომელიც მამის სახლში, ხობის რაიონში სოფელ ქვემო ქვალონში ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა ბეტა ნაჭყებიას ყოფილი ქმარი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები