LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის გოგოს, სავარაუდო მოძალადის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს

879
4403827916_730c146413_z-800x445

ლაგოდეხში 16 წლის გოგო  40 წლის ნათესავს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია რეგინფომ გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერს, მე-11 კლასის მოსწავლე გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გოგო ორსულად იყო და იმავე დღეს ბავშვი გააჩინა.

მშობიარობის შემდეგ გოგო ნათესავებმა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანეს, ჩვილი კი საავადმყოფოში დატოვეს.

გამოცემა გოგოს ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის ბიჭზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

რეგინფოს ინფორმაციით, გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გოგო გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები