LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის გოგონა, რომელიც კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა გარდაიცვალა

1211
რუსთავიკლინიკა

16 წლის გოგონა, რომელიც წუხელ საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა, კლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით კლინიკაში წუხელ შეიყვანეს.

შემთხვევა გვიან ღამით რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც არასრულწლოვანი გადმოვარდა საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები