„16 წლის ასაკში გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც ცხოვრებაში დამიშვია, რომლის გამოსწორებაც იყო შეუძლებელი,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ განაცხადა.
„ჩემი მეუღლე რამით ცუდი კი არ იყო, პირიქით კარგი ადამიანი იყო.. დღესაც ძალიან მიყვარს და ჩვენ მეგობრები ვართ.. მყავს შვილი, რომელთანაც ასევე ვმეგობრობ.
უბრალოდ 16 წლის ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე ამ დანაშაულის ჩადენისგან არავინ შემაჩერა.. ვიყავი პატარა.. სულელი გარკვეულწილად და აღმოვჩნდი მსხვერპლი.
? „16 წლის ასაკში გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც ცხოვრებაში დამიშვია“ — ნინია კაკაბაძის მიმართვა
Ninia Kakabadze
Posted by მე-17 სართული on კვირა, 15 ოქტომბერი, 2023
ეს დანაშაული 90-იან წლებში ნორმად ითვლებოდა.. მხოლოდ ამისთვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად აქცია,“ – ამბობს კაკაბაძე.