ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ტერორისტებმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის N1 სკოლა დაიკავეს და 1128 მძევალი აიყვანეს.
თითქმის სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს მძევლები სკოლის დანაღმულ შენობაში ჰყავდათ ,მათ შორის სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის პერსონალი იმყოფებოდა.
რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სკოლის აღება სცადეს, რომლის შედეგად წამოწყებული შტურმით 350 მძევალი დაიღუპა. მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო. მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს.
საბოლოო ჯამში, რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტერაქტის შედეგად 333 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი, 783 ადამიანი – დაიჭრა.