16 სექტემბერს 19:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რუსული ესტრადის ვარსკვლავის ელენა ვაენგას სოლო-კონცერტი გაიმართება.
”მე საჭიროდ ჩავთვალე მსმენელისთვის ვიდეო მიმართვის საშუალებით მივსალმებოდი. შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ამიხდა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ თუმცა არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში, თბილისში. ძალიან მოხარული ვარ.” – განაცხადა მომღერალმა იუთუბზე გავცელებულ ვიდეო მიმართვაში.
ელენა ვაენგა საავტორო, ხალხური, როკისა და შანსონის ჟანრის სიმღერებს შეასრულებს. ცნობილი რუსი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი – გაზეთმა ”Komsomolskaya Pravda -მ” იგი ერთერთ ყველაზე პოპულარულ რუს მომღერლად დაასახელა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე, ფასი მერყეობს 30-დან 150 ლარამდე.