აშშ-ში კორუფციაში ოფიციალურად დაადანაშაულეს ფიფას 16 ფუნქციონერი, მათგან რვამ ბრალი აღიარა.
”ბრუკლინში დიდმა ჟიურიმ 92 პუნქტში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც 16 ახალი ეჭვიტანილის წინააღმდეგ ბრალდებას გულისხმობს – ყველა მათგანი მოქმედი, ან ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერია. მათ შორის არიან ფიფას საფეხბურთო ფედერაციების კონკაკაფისა და კონმებოლის პრეზიდენტები. 16 ეჭვმიტანილიდან თითოეული დადანაშაულებულია გამოძალვასა და სხვა სახის დანაშაულებში. შემიძლია გაცნობოთ, რომ კიდევ რვა ბრალდებულია თანახმა თავი დამნაშავედ სცნოს”, – განაცხადა აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა, როემლიც ასევე აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელია.
მანამდე დაააპატიმრეს კონკაკაფისა და კონმებოლის ხელმძღვანელები, ალფრედო ჰავიტი და ხუან ანხელ ნაპოუტი დააკავეს.