LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ქართული კომპანია გერმანიაში საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

119
245055015-4219757068153133-740048621490356600-n

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, The USAID Agriculture Program -ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით, 2021 წლის 9-13 ოქტომბერს, 16 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა – Anuga 2021-ში იღებს მონაწილეობას.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი და 7 400-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

ქართული დელეგაცია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მოცემულ გამოფენაში მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა „Anuga“ 2021-ზე საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება  და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება, რომელშიც ასევე ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „მზაობა ვაჭრობისთვის.“

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულით, ხილის პროდუქტით, ბოსტნეულით და ხილის ნატურალური წვენებით, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები