LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 აგვისტოს, „ბლექ სი არენას” სცენას „სახე” და Poetry’N’Motion დაიკავებენ!

120

„ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, “საქართველოს ბანკის” პარტნიორობით, შეკვეთილში მდებარე “ბლექ სი არენაზე” 2018 წლის ზაფხულის განმავლობაში შესანიშნავი ლაინაფი დაიგეგმა. მათ შორისაა 16 აგვისტოს კონცერტიც, რომელსაც “ბრავო რეკორდსი” წარმოადგენს. პირველად “ბლექ სი არენაზე” შედგება კონცერტი ახალი ალბომის საპრეზენტაციოდ, რომელიც “სახემ” Bithard-თან ერთად ჩაწერა.

“სახეს” და Bithard”-ს არენის დიდ სცენაზე შეუერთდება Poetry’N’Motion-ის სოლისტიც, რომეოთანაც ჯგუფმა “ჩემო თბილის-ქალაქოს” ახალი ვერსია შეასრულა.

“სახის” შემოქმედების თაყვანისმცემლები დაგეგმილი კონცერტით ისიამოვნებენ, ამას ორგანიზატორები გვპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები