LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

1595
354482027_587230513553591_1753123990394627924_n

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ლაშა ნინიძეს, რომელსაც გამოძიება 15 წლის გოგოზე სისტემატურ სექსუალურ ძალადობას ედავება, პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების თანახმად, მოზარდი მე-15 სართულიდან გადმოხტა – დაკავებულს კიდევ ერთი ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს წაყენებული.

მოსამართლე თამაზ ბეჟაშვილმა სხდომა დახურა, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 ივნისს გაიმართა.

ბათუმში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის საქმეზე დაკავებულს, 7-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

არსებული კანონმდებლობის თანახმად, არსებობს სასჯელის შთანთქმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრ სასჯელს შთანთქავს, ამდენად, თუ ბრალდებული წარდგენილ მუხლებში დამნაშავედ ცნეს, მას 7-იდან 9 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა, გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“ – ბათუმში დაღუპული 15 წლის გოგოს საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“