LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1:5: ვიცით, რომ წააგებთ, უბრალოდ წააგეთ ცოტა სხვანაირად

199
KJR_9385

საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრდ დანიასთან თამაში წააგო. რატომ იყო მოსალოდნელი? წამყვანი ფეხბურთელები არ გვყვანდნენ, დანია ფიფას რეიტინგში ძალიან მაღლაა, მსაჯის ერთი-ორი საკამათო გადაწყვეტილება და ასეთები? რა თქმა უნდა, ეს და სხვა ფაქტორებიც ობიექტური მიზეზია, მაგრამ ისედაც – საქართველო არ არის ის გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან მატჩებს იგებს. ასე იყო ოდითგანვე და ახლა რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად, მით უმეტეს, ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველომ ერთადერთი ოფიციალური შესარჩევი მატჩი ახლახან მოიგო (გაოფიციალურებული ამხანაგურები – ერთა ლიგა რომ არ ჩავთვალოთ) და ისიც ვიღაც გიბრალტართან. უბრალოდ, აქ ერთი მომენტია – ანგარიში. უკვე ჩვენთვისაც უცხოა და მიუღებელი ისეთი ანგარიშით წაგება, რომელიც ცოტა არ იყოს და ევროპაში თავს არ გამოგვაყოფინებს.

საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი კოპენჰაგენში გამართა. დანიისა ნაკრებისა და საქართველოს შეხვედრა 5:1 დასრულდა.

დანია – საქართველო 5:1

კოპენჰაგენი, „თელია პარკენი“, მაყურებელი – 16 000

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (36’ მ. იორგენსენი), კრისტენსენი, სკოვი (62’ ვასი), დელანი, ერიკსენი, დოლბერგი, სტრიგერ ლარსენი, პოულსენი (75’ ბრაიტვეიტი), ჰოიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, პარუნაშვილი (58’ პაპუნაშვილი), კანკავა, გრიგალავა, კიტეიშვილი (73’ ლობჯანიძე), კვეკვესკირი, ლობჟანიძე, გვილია, ნავალოვსკი (79’ დვალი)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, ხარაბაძე, აბურჯანია, არველაძე, ხარაიშვილი, მერებაშვილი, კვარაცხელია, ჯიღაური

გაფრთხილება: 29’ კანკავა, 51’ კვეკვესკირი, 54’ გვილია, 64 პაპუნაშვილი.

გოლები: 1:0 დოლბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (პენ.) (30), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრაიტვეიტი

 

ვლადიმირ ვაისი:
დღევანდელი მატჩი უკეთესმა გუნდმა მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ, გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა, ცუდად არ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ იყო ორი გოლი, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა, რადგან ვფიქრობ რომ პენალტი არ იყო და მესამე გოლის ეპიზოდში დანიელებმა ჩვენი მეკარის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დანიამ მოგება დაიმსახურა, რადგან ბევრად უკეთესად ითამაშა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ მსაჯების დახმარება არ სჭირდებოდათ.

დანიის წინააღმდეგ იმ შემადგენლობით ვითამაშეთ, რომელიც ფიზიკურად უკეთესად იყო მომზადებული. რა თქმა უნდა, შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა დღევანდელ წარუმატებლობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს.

ვაკო გვილია:
5:1 ჩვენთვის მიუღებელი შედეგია, ვფიქრობ, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით, მიუხედავად იმისა, რომ დანია ჩვენზე უკეთესი გუნდია. თითოელმა ჩვენგანმა მარცხის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და მომავალი შეხვედრისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.
მსაჯს არასდროს არაფერი უნდა დავაბრალოთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დანიის წინააღმდეგ შეხვედრაში მან კონკრეტულ ეპიზოდებში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. დანიის დონის გუნდთან მსაჯის ასეთი შეცდომების ფონზე წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულია.

 

საბა ლობჟანიძე:
ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში პირველი მატჩი ჩავატარე და გოლის გატანაც მოვახერხე. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი არ მაძლევს საშუალებას ბედნიერი ვიყო.

ჩვენი ჯგუფის მეოთხე ტურის მეორე შეხვედრა ირლანდიასა და გიბრალტარს შორის 2:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას, 8 სექტემბერს, თბილისში ისევ დანიის წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები