ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით 15 თებერვლიდან ქვეყნის სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი.
8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება