ლელა წურწუმია მსმენელთან შესახვედრად ემზადება. ბათუმში გამართული საზაფხულო კონცერტების შემდეგ, მომღერალი თბილისში პირველ კონცერტს 15 ოქტომბერს კლუბში „MONO HALL“ გამართავს. ლელა მსმენელის წინაშე ტრადიციულად ბენდ „NONSTOP“-თან ერთად წარდგება და ყველასთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ რეპერტუარს გააჟღერებს. ივენთზე დაუკრავს დიჯეიც.
კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია.