დიდუბის რაიონში 15 მისამართზე სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ამორტიზებულ ხელოვნურ საფარს დემონტაჟი ჩაუტარდა, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა.
დამატებით, ლუბლიანასქუჩა N11-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N51-ში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო ამ ეტაპზე მოედნების რეაბილიტაცია შემდეგ ორ მისამართზე: დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-6 კორპუსთან და თ. მღვდლის 48 ნომერში მიმდინარეობს.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციისა და ახალი მოედნების მოწყობის სამუშაოები, დიდუბის რაიონის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „კვადრელმა“ და „დოკასპორტმა“ 322 184 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულეს.