LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 მარტამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

87
FORTUNA.GE- (5)

ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო, წერეთლის ქუჩაზე გარკვეული დროით ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა 25 იანვრიდან 15 მარტამდე იმოქმედებს.

“2021 წლის 25 იანვრიდან 15 მარტამდე, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე.

კერძოდ, აკრძალვა იმოქმედებს აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის.” – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.