LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-დან 30 ივნისამდე ყველა ცენტრალურ გამზირზე ქართული მარშის აქციები გაიმართება – ბრეგაძე

156
collage

“შევიტანეთ მერიაში განაცხადი, რომლის მიხედვითაც ქართულ მარშს, კანონის მიხედვით, 15 ივნისიდან 30 ივნისამდე დაკავებული ექნება თბილისის ყველა ცენტრალური გამზირი აქციების გასამართად, ვერავინ სხვა ვერ მოახერხებს იქ გეი აღლუმის გამართვას” – ამის შესახებ ჯგუფის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “TV პირველის” განაცხადა.

“დღეს შევიტანეთ მერიაში განაცხადი, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს… “ქართულ მარშს” 15 ივნისიდან 30 ივნისამდე დაკავებული აქვს თბილისის ყველა ცენტრალური გამზირი თავისი აქციების გასამართად”, – თქვა მან.

ცნობილია, რომ თბილისში 18-23 ივნისს  პრაიდის კვირეულის გამართვა იგეგმება. პრაიდის კვირეულის დასასრულს კი “ღირსების მარში” გაიმართება, რომელსაც ორგანიზატორების თქმით, საზეიმო და კარნავალიზებული ფორმა არ ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები