უილიამ შექსპირის ქრონიკების ცნობილ და ტრაგიკულ გმირს, „უგვანოს“, უშნოს, კუზიანსა და კოჭლ არსებას, ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან მმართველს ილიაუნის თეატრი პირველად უთმობს საკუთარ სცენას.
უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესაზე მსახიობმა და რეჟისორმა, კახა შარტავამ იმუშავა. მას მაყურებელი კარგად იცნობს სატელევიზიო რეალითი შოუდან „დასი“. კახა შარტავამ სპექტაკლში სხვა და სხვა თეატრის მსახიობები სპეციალურად ამ წარმოდგენისათვის გააერთიანა. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით, სიტყვის გარეშე ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის იმ სიხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კვლავინდებურად შემზარავია.