LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 აგვისტოდან დაწესებულებებს ხმაურისთვის დააჯარიმებენ

100

მთავრობამ უკვე განსაზღვრა ხმაურის დასაშვები ნორმა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებისთვის სხვადასხვაა.

პირველი არხის ინფორმაციით, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს.

სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია. სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება.

სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს.

თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40. 

მაღალსართულიანი კორპუსების მიმდებარედ ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია. 

ხმაურის გამომწვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული 500 ლარით დაჯარიმდება. შემდეგში კი ჯარიმის რაოდენობა გაორმაგდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ძალაში 15 აგვისტოდან შედის.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები