„თბილისის საკრებულოში პროპორციული მანდატები ბარიერგადალახულ 4 პარტიას შორის 15-5-3-2-ზე გადანაწილდება,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ იურისტმა, საარჩევნო სისტემების და თვითმმართველობების სპეციალისტმა, თენგო თევზაძემ განუცხადა.
თევზაძემ საკრებულოში პარტიების მიხედვით მანდატების გადანაწილებაზე ისაუბრა.
„კანონმდებლობით, თბილისის საკრებულო 25 პროპორციული წესით არჩეული და 25 მაჟორიტარი წევრისგან შედგება. 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ ბარიერი გადალახა და ამ პარტიებიდან „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მიიღებენ მანდატებს იმ წესით, ფორმულით, რომელიც არეგულირებს მანდატების გადანაწილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაში. „ქართული ოცნება“ მიიღებს 15 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5-ს, „ევროპული საქართველო“ – 3-ს და „პატრიოტთა ალიანსი“ – 2 მანდატს,“ – განაცხადა თენგო თევზაძემ.