LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 წლის შვილი მოუკლეს.. გზააბნეული დადის.. შვილის საფლავს აკეთებინებს.. ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა“ – რას ამბობს მოკლული აითაჯ შახმაროვას მამის ძმა

9463
ძმააა

„ყოფილი ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა, გზააბნეული დადის, შვილი მოუკლეს,“ – ამის შესახებ „ტვ პირველთან“ 14 წლის მოკლული გოგოს მამის, ისა შახმაროვას ძმა საუბრობს.

ნუსა შახმაროვი ამბობს, რომ მოსკოვში გადასახლებულ კაცს არავინ უთხრა მისი ქალიშვილის იძულებითი ქორწინების ამბავი.

„წასულია ჩემი ძმა, შვილის საფლავს აკეთებინებს, დადის გზააბნეული..  14 წლის შვილი მოუკლეს, რაც სათქმელი  ჰქონდა გუშინ უთხრა გამომძიებლებს. დაზარალებულია თვითონაც 1 წელი შვილს არ აჩვენებდა ყოფილი ცოლი, უკრძალავდა ნახვას, რა უნდა სცოდნოდა ამას.

დმანისში მოჰკითხეთ ხალხს ყველაფერი, გამოძიებამ არ იცის თვითონ ვისი პასუხისმგებლობაცაა?“, – ამბობს ისა შახმაროვის ძმა.

შეგახსენებთ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით უკვე დაკავებულია აითაჯის დედა და ბიძა.

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ქმარმა, 27 წლის ასიმ ასლანოვმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი, რომელიც მიმალვაში იყო, პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა