LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონია

101
286929715_766812617830163_7612811290274846933_n

14 წლის ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონია. შთამბეჭდავი შედეგი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე, 17 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა.

ლოლუა, ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბულგარელ მოჭიდავეს ანგარიშით, 5:1 აჯობა.

ფინალში, 14 წლის ქართველმა სპორტსმენმა აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები