14 წლის გარდაცვლილი გოგონას ბაბუას, ძალადობის ბრალდებით 1 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას, სოლომონ ცეცხლაძეს ერთ წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ბათუმის სასამართლომ დღეს მიიღო.

სოლომონ ცეცხლაძეს ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელთაგან ერთში, რომელიც არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს, გამართლდა. მეორე მუხლის მიხედვით კი, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს, ერთ წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სოლომონ ცეცხლაძემ 14 წლის შვილიშვილზე ძალადობა 16 თებერვლას, დაკითხვისას აღიარა.

11 თებერვალს ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 14 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 14 წლის ბავშვმა 10 თებერვალს თავი მოიკლა. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

Posted in კატეგორიის გარეშე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *