რას შეეწირა 14 წლის ლუკას სიცოცხლე – ის საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შემთხვევა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათ შორის სოფლის მცხოვრებლები “კვირასთან” საუბარში ერთ-ერთ მიზეზად, ინტერნეტთამაშ “ლურჯ ვეშაპს” ასახელებენ.
ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება
ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს და მოწამლულია - 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა
მათივე ინფორმაციით, ბიჭის ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა, თავად მოზარდს კი მშვიდ ადამიანად ახასიათებენ.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სოფლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმაც.
“სანიმუშო ოჯახია. ლუკა მშობლებისთვის ერთადერთი შვილი იყო, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბავშვი. გარდაცვალების მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, გაკვირვებული ვარ”,- ამბობს ნესტან სვინტრაძე “კვირასთან” საუბარში.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.