LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის ამსტერდამელმა ბიჭმა, საქართველოს მოხუცთა თავშესაფარისთვის ფული შეაგროვა

19173
23

14 წლის გიორგი ვენკომ სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და სოფელ ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა. 

ქართლის დედა ინდონეზიის კუნძულზე - ყვავილების ფესტივალზე საქართველოც გამოჩნდა [ვიდეო]

ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა – სწორედ ამ დეკორაციით წარსდგა წელს საქართველო პირველად, ინდონეზიაში გამართულ ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე. ფესტივალი 8-10 აგვისტორს კუნძულ მანდოსთან, ქალაქ ტომოჰონში ჩატარდა. როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში Tika Tours-ის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე ყვება, ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, გადაწყვიტეს, სწორედ ამ ფორმით გაეცნოთ ინდონეზიელებისთვის საქართველო. „კორეტა ლუისმა, რომელიც ამ ფესტივალის თავმჯდომარეა, ჩემი კომპანიით […]

შეგროვებული ფულით მან მოხუცთა თავშესაფარს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.

„მიდგა, მოდგა, ვის აღარ მიმართა, საქველმოქმედო კონცერტიც გამართა და აი, ასე, ამდენ ადამიანს პირობები გაუუმჯობესა.

გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც შექმნა – “დავეხმაროთ საქართველოს”. არაერთი იდეის გახორციელებას აპირებს,“ – წერს გოგა ჩანადირი.

გიორგი ვენკო დედით ქართველია, მამით – ამერიკელი. ჰოლანდიაში ცხოვრობს. ბროწლიანის პრობლემაზე სწორედ დედისგან გაიგო.

 

მისი უმცროსი ძმა ლევანიც ქველმოქმედია. ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედებაში ჩაერთო ლევანის და გიორგის უმცროსი ძმა თემუკაც. ის ბოდბისხევის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

რაც შეეხება ბიჭების დედას, თიკა სვანიძე ტურისტული კომპანია Tika Tours-ის ხელმძღვანელია. სწორედ ამ კომპანიამ წარადგინა საქართველო გასულ წელს ყვავილების საერთაშორისო ფესტივალზე. ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა ტომოჰონის ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები