LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ქალაქი, სადაც ნოემბრიდან რეგულარული რეისები შესრულდება

309
avia

კორონავირუსის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა არის 14 მიმართულება, რომლებსაც შეზღუდვა არ ეხება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნოტამი გამოსცა, საიდანაც ვიგებთ, რომ ევროპის მიმართულებებით დაგეგმილია ფრენები:

  • თბილისი — დოჰა;
  • თბილისი — მიუნხენი;
  • თბილისი — ათენი;
  • თბილისი — რიგა;
  • თბილისი — პარიზი;
  • თბილისი — ვარშავა;
  • თბილისი — ამსტერდამი;
  • თბილისი — ვენა;
  • თბილისი — მილანი;
  • თბილისი — ბერლინი;
  • ქუთაისი — ვილნიუსი;
  • ქუთაისი — რიგა;
  • ქუთაისი — დორტმუნდი;
  • ქუთაისი — კატოვიცე.

შეგახსენებთ, მანამდე რეგულარულ მიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე თბილისიდან მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით, ასევე, ქუთაისიდან – რიგის მიმართულებით.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფრენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორთან ერთად მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები