Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
14 ფიზიკური პირი და 28 კომპანია – აშშ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო, ახალ სანქციებს ამზადებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ფიზიკური პირი და 28 კომპანია – აშშ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო, ახალ სანქციებს ამზადებს

53
ჯანეტ იელენი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ომისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე, კუნძულ ბალიზე ჩასულმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დაუწესდება 14 ფიზიკურ პირსა და 28 კომპანიას, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, რუსეთმა მარცხი განიცადოს და ვერ მიიღოს მისთვის საჭირო აღჭურვილობა სანქციების და ექსპორტის კონტროლის გზით“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მანვე იელენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ფინანსური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიდის და ლავროვს აგზავნის

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინისთვის დამატებითი, 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არასამხედრო დახმარება მოითხოვა.  იელენის თქმით, კონგრესის თანხმობის მიღების შემდეგ, უწყება  მის უკრაინაში გაგზავნას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

The Telegraph: „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლას ევროკავშირი და ბრიტანეთი ბოიკოტს გამოუცხადებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები