LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 აგვისტოს „Check In Georgia“-ს ფარგლებში რეპერ ზაზა ნოზაძის კონცერტი გაიმართება (ვიდეო)

332

14 აგვისტოს, პროექტის „Check In Georgia“ ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კორტები კიდევ ერთ კონცერტს უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე რეპერი ზაზა ნოზაძე წარდგება მეგობრებთან ერთად. SF-X-თან ერთად სცენაზე გამოვლენ აჩიკო ვანიშვილი, ანუ ძვალი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ვერიკო ტურაშვილი, დათუნა ლაზარიშვილი, „ქსელი 56“. ღონისძიების ორგანიზატორია „New Studio“. სწორედ მათ გადაიღეს კონცერტისთვის ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელმაც რეპერის თაყვანისმცემლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ზაზა ნოზაძის ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა „ჩემი ქალაქი“, რომელიც ამავე სახელწოდების პროექტში შევიდა. „ჩემმა ქალაქმა“ ერთი წლის წინ უამრავი რეპერი გააერთიანა, ისინი თავიანთ სიმღერებში საკუთარ ქალაქებზე რეპავდნენ, იმ პრობლემებზე, რომლებზეც ხმამაღლა ცოტა თუ საუბრობს… ზაზა ნოზაძის „ჩემი ქალაქი“ „იუთუბზე“ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

რეპერი ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს, საიდანაც რამდენიმე კომპოზიციას ბათუმში, 14 აგვისტოს შეკრებილ მსმენელს წარუდგენს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე Tkt.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები