ცნობილმა გამოცემა France Football-მა ფეხბურთელების შემოსავლების კვლევა ჩაატარა.
ანალიზისას გაითვალისწინეს მოთამაშეების ხელფასი, შემოსავლები საიმიჯო უფლებებისგან და გასულ სეზონში გამომუშავებული ბონუსები.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი. არგენტინელის საერთო შემოსავალმა გასულ სეზონში 131 მილიონი ევრო შეადგინა.
რეიტინგში მეორეა “იუვენტუსის” შემტევი კრიშტიანო რონალდო. მისი შემოსავალი 118 მილიონია.
მესამე გახდა პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი, რომელმაც 95 მლნ ევრო გამოიმუშავა.