ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ პორტ–არანზასში მცხოვრებმა ბიჭუნამ უზარმაზარი ზვიგენი დაიჭირა.
13 წლის მიკა ჰარლესი სათევზაოდ მამასთან ერთად იყო წასული, თუმცა ნადავლი მარტომ ამოიყვანა. ვეფხისებრი ზვიგენი ლამის 400 კილოგრამს იწონიდა და მისი სიგრძე 3,6 მეტრი იყო.
როგორც პატარა მეთევზემ განაცხადა, ის და მამა ხორცის დიდი ნაწილის დარიგებას აპირებენ.
რაც შეეხება ვეფხისებრ ზვიგენს, ის ადამიანისთვის ძალიან საშიშად ითვლება. თევზი 4,25 მეტრამდე სიგრძის იზრდება და წონა 635 კილოგრამსაც კი აღწევს. სახეობის ერთი წარმომადგენელი გინესის წიგნშიც მოხვდა. ზვიგენი 5,5 მეტრის სიგრძის იყო და ნახევარ ტონას იწონიდა.
https://www.facebook.com/dolphindocks/posts/3095336557188802