LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ოქტომბრიდან თბილისში +25 გრადუსამდე დათბება

70
1

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუმჯობესდება.

ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ოქტომბრიდან კი +22, +27 გრადუსამდე დათბება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომერს +17, +19 გრადუსი იქნება, 13 ოქტომბრიდან კი +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.