LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისს ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი გაიმართება

271
basiani5

13 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „ბასიანი“.

“ბასიანი” შეიქმნა 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში. 2013 წელს ანსამბლს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. წარმატებული კონცერტების პარალელურად ანსამბლი მართავს ვორქშოპებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით. ტრადიციული სიმღერების შესრულებასთან ერთად, ანსამბლი პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა ავან-გარდისტულ პროექტებში, სადაც ქართული ფოლკლორი ერწყმის თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებს.

ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები